ორშაბათი, ივლისი 14, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები...

“მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით” – ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. “ქოლ-ცენტრების” საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან.

მე არ მინდა, რა თქმა უნდა, ამაზე სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა, მათ შორის, გერმანიის მთავრობასთან, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგებიც. ყველაფერი ეს არის ნათელი, მაგრამ, ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა, ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლიან ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას ქვეყანაში.

პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს სპეკულაციები, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო. ბევრნაირი „ქოლ-ცენტრი“ არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო.

მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან, სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...