კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ...

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად სცნო“ – ბექა ბასილაია

ადოკატი ბექა ბასილია კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად გამოაცხადა:

,,ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს პირად ექიმს, კონსილიუმის ექიმებს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად ეს, ბუნებრივია, არის მისი, როგორც პაციენტის, უფლებების არსებითი დარღვევა.

რამდენადაც ვიცი, ამ დრომდე ჩვენ ობიექტური ალტერნატიული კონსილიუმებისგან და ასევე, პირადი ექიმისგან წინა პერიოდებში, თუ რამდენად მძიმე და რთული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყოველდღიურად მისი მონახულების შემდეგ ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არასათანადოდ და არაადეკვატური მკურნალობის ფარგლებში არ უმჯობესდება.

ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პროკურატურამ სცნო დაზარალებულად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ყოველგვარ სამართლებრივ, მორალურ საფუძველს აცლის ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე დატოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები არის შეკერილი.

ის განაჩენები არის ყალბი და ამის ძალიან მკაფიო დასტური იყო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ერთ-ერთმა უმაღლესი თანამდებონის პირმა, მის საქმეზე სიმართლის თქმაზე, მართალი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მე სასამართლო პროცესზე ჩვენებას არ მივცემ.

ეს არის გაუგონარი რამ და ამან ფარდა ახადა იმ პოლიტიკურ, აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს ,,ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...