spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს - ირაკლი კობახიძე

ნაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობის” შეფასებას მიუძღვნა ვრცელი წერილი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

“2012 წლამდე, ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.

ამ ავანტურისტული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება, სამხედრო რიტორიკასთან ერთად, რუსოფობია და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა იყო.

ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად, რუსეთმა 2004-12 წლებში მიიღო მაქსიმალური სარგებელი, რაც მას საქართველოსთან მიმართებით შეიძლებოდა მიეღო. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რამდენიმე ასეული დაღუპული ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი, ოკუპირებული რეგიონების ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პოზიციების შესუსტება, საქართველოს ეკონომიკური დასუსტება.

შედეგების გათვალისწინებით, სიტყვა „ავანტურისტული“ არის იმ პოლიტიკის ყველაზე რბილი შეფასება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელდებდა. თავისი არსით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი და ეფუძნებოდა ამ პოლიტიკური ძალის მთავარ თვისებას – მათ არ უყვართ სამშობლო და ყოველთვის ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან იმას, რასაც სიტყვა სამშობლო გამოხატავს: დაწყებული სარწმუნოებით, დამთავრებული მამულით!

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ავანტურისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკით შეიცვალა. ამ პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი დასავლეთი იყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღემდე აფასებენ ამ მიდგომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით შესუსტებული პოზიციების ხელახლა გაძლიერება მოუტანა.

„ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია არის პრინციპული მიზნები, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს. თუმცა, სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლიდან ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს და 11 წლის წინანდელ რეალობაში დაგვაბრუნოს.

მეთოდები ამ შემთხვევაშიც იგივეა – აგრესიული რიტორიკა, რუსოფობიის გაღვივება და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა. ნაციონალები პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებიან ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც კი მათ ამის საშუალება აქვთ. ყველა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ერთმა თუ მეორე განშტოებამ რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტში წარადგინა, იყო თავისი არსით პროვოკაციული და სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასწარ მომზადებული პასუხი პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს. ნაციონალები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს რეგულარული პროვოკაციული აქციებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ისინი რუსეთთან საეჭვოდ დაკავშირებული პირების თაოსნობით აწყობენ. რუსოფობია, რომლის გაღვივებასაც ეს პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ცდილობს, იმაზე ბევრად ნაკლები სიბინძურე არაა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართველების რუსეთიდან გაძევება 2008 წლის ომის შემდეგ.
ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა – არ უყვართ სამშობლო, მიზანი იგივეა – სურთ მისი დასუსტება!

მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.

რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას!” – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ირაკლი კობახიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...