სამშაბათი, აპრილი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: ლონდონში ვიზიტმა გვაჩვენა, რომ საქართველო გაერთიანებული...

შალვა პაპუაშვილი: ლონდონში ვიზიტმა გვაჩვენა, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ არის

გაერთიანებულ სამეფოში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დიდი ბრიტანეთის ეწვია და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულობას ხაზი ამ კუთხითაც გაესვა. შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ“,- ასე აფასებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, საპარლამენტო დონეზე – საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით. შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და ამ ურთიერთობის განვითარება.

ასევე, შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდში“, რომელიც პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ფონდის დახმარებით, დაინერგა საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა საკომიტეტო მოკვლევა და თემატური მომხსენებლები. ესეც ერთ-ერთი შედეგია გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობისა. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი დაასრულა.

საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობენ. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია შედიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...