კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მას შემდეგ, რაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა "ლეიბორისტული...

“მას შემდეგ, რაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა “ლეიბორისტული პარტიის” პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ეს” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმდომარე შალვა ნათელაშვილმა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც იგი პარლამენტში შედის:

,,პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ,,ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ – მათ შორის, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით.

მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ,,ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ეს რეალიები და მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი და მზად ვართ შევეჭიდოთ იმ ფრონტს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის სახით.

რაც შეეხება მანდატის შეწყვეტას, მე ვთხოვ რეჟიმის მეთაურს, კარგად გაიხსენოს ,,თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხრაო“. აი ამ მანდატის შეწყვეტას არ მოჰყვეს მისთვის ისეთი რამის გამოთხრა, რის შემდეგაც ის საბოლოოდ დაემშვიდობება ყველაფერს, რაც მოპოვებული აქვს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...