ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტი"სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო...

“სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს” – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს. საკვალიფიკაციო ეტაპში 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოდან და მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. მათ შორის: საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.

ფრირაიდზე მონაწილეობს სამი სპორტსმენ-ინფლუენსერი საფრანგეთიდან. ისინი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ. სპორტსმენ-ინფლუენსერები სპორტული აქტივობების გარდა, კურორტ თეთნულდზე გადაიღებენ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელსაც საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით, ათიათასობით ადამიანს გაუზიარებენ.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...