ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ხელისუფლების ცვლილებისთვის საჭიროა საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის თავისუფალი პლატფორმა – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას ახდენს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და ყურადღებას ამახვილებს სახელისუფლებო სტრატეგების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ გეგმებზე:

“ნიკა მელიასთან მიმართებაში ოთარ კახიძის და გიგა ბოკერიას განცხადებაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხედავენ საკითხს და მასზე  მორალურ და სამართლებრივ კატეგორიებში მსჯელობა არარელევანტურია. არც ცალკეულ ფაქტებზე მსჯელობა მოგვცემს სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

შევეცადოთ დავინახოთ უფრო დიდი საერთო სურათი ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესებისა და შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების ფონზე, რაც აქამდე არსებულ პოლიტიკურ თამაშის წესებს არსებითად ცვლის და არა მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ.

სახელისუფლებო სტრატეგებს ორი ამოცანა აქვთ:

პირველი არსებული საპროტესტო ხმების ფრაგმენტაცია, გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა, ნაციონალური მოძრაობის იზოლაცია-ლოკალიზება.

 და მეორე  შუაშისტური ტენდენციების (“არა ნაცებს”, “არა ქოცებს” ) იმ დონეზე წახალისება – არ დაუშვას ქართული ოცნებიდან დეზინტეგრირებული მარდამჭერთა ჯგუფების მძლავრ ალტერნატივასთან (გაერთიანებულ ოპოზიციასთან) პირდაპირი გადინება.

რადგან შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების ხმების დათვლის სისტემით მივიღებდით  ძალთა  ბალანსს, სადაც “ქართული ოცნება” 59 მანდატს მიიღებდა, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 58-ს, “ევროპული საქართველო” 17-ს, “ლეიბორისტული პარტია” 6-ს, უსუფაშვილის “შენების მოძრაობა” და “გირჩი” ოთხ-ოთხ მანდატს და ქვეყანას ეყოლებოდა ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიცია და მინიმუმ “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია” – 81 მანდატიანი უმრავლეობით დააკომპლექტებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილებისთვის გვჭირდება არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის თავისუფალი პლატფორმა“ – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული