კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"ქოცები კი არა, ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა"...

“ქოცები კი არა, ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა” – შალვა ნათელაშვილი

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, დაგაცემა “პირველ ხაზში” მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით თავის უკმაყოფილებას დააფიქსირა “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ამ საკითხთან მიმართებაში პარტია “მოქალაქეების” ლიდერების ერთგვარ აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება და მძიმე ბრალდებები წაუყენა მათ:

პარტიის პოლიტიკური კომიტეტის შეკრება იგეგმება, სადაც ალბათ მიიღებენ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და უკვე ამუშავდა ხელისუფლება. აქამდე არ დავდიოდი, ბოიკოტი მქონდა გამოცხადებული, არავის გახსენებია ეს ამბავი და ახლა, გაცდენების გამო, აპირებენ გარიცხვას.

იწვევენ კომიტეტის სხდომებს გააქეზეს აგენტი – უშიშროების კოდალა ელისაშვილი და მისი პარტნიორი იოსელიანი, მილიონები რომ მისცეს, რომ პარტია შეექმნათ და ოპოზიციაში შემოეგდოთ, პირველები რომ შეიჭრნენ პარლამენტში. აწყობილი საქმე ჩაგვიგდეს, ამ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას რომ ითვალისწინინებდა, მილიონების საფასურად დატოვეს ივანიშვილის რეჟიმი. აი ეს, ორი პროვოკატორი დაქოქეს, გააქეზეს და დილიდან საღამომდე უამრავ სიბინძურეს ლაპარაკობენ.

მე გარეთ ვიქნები თუ შიგნით, ამ ხელისუფლებას არ მოვასვენებ. თუ ჩემთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა უნდათ, შემიწყვიტეთ, ოღონდ პროვოკაციებს დაანებეთ თავი.

ქოცებთან რა პრობლემა მაქვს, ისინი არ მალავენ, რომ ქოცები არიან, ბიძინისტები არიან, ქოცები კი არა, ოპოზიციაში შეგზავნილი აგენტი ქოცებია პრობლემა. ამიტომ დიდი თვითწმენდა სჭირდება ქართულ ოპოზიციას, ქართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ ბინძური ადამიანები იქ არ მოდიოდნენ მილიონების საკეთებლად“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...