სამშაბათი, აპრილი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ნიკოლეიშვილი - ვერ ისვენებს ავანტურისტი სააკაშვილი... და...

ლევან ნიკოლეიშვილი – ვერ ისვენებს ავანტურისტი სააკაშვილი… და თავის 5 პუნქტისგან შემდგარ გეგმას აჟღერებს “რას გავაკეთებდი უკრაინაში”

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ 5-პუნტიან მოსაზრება/შეთავაზებას ეხმაურება და კონკრეტულ პუნქტზე თავის პოზიციას აფიქსირებს:

ვერ ისვენებს ავანტურისტი სააკაშვილი… და თავის 5 პუნქტისგან შემდგარ გეგმას აჟღერებს „რას გავაკეთებდი უკრაინაში“ (5 ნაციონალების საკრალური ციფრია, ამიტომ 4 ან 7 პუნქტიანი გეგმა არ შეიძლება!):

1. გავაგზავნიდი პრემიერს არა მხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

  • ჩვენს პრემიერს თავი დაანებოს და თვითონ იქ არ იყო უკრაინაში, რას მოიპარებოდა აქეთ, ახლა დავიჯერო, თუ 2008 წლის ომის შესახებ წინასწარ იცოდა, რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომი არ იცოდა წინასწარ?! და მგონი ამიტომაც წამოვიდა აქეთ;
  • ისე, ზელენსკი და ერდოღანი გუშინ შეხვდნენ ერთმანეთს და თუ რაიმე სახის დახმარებაზე იქნებოდა საუბარი, მგონი სააკაშვილის გარეშეც გაარკვევდნენ;

2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);

  • უსასყიდლოდ 2008 წელს რუსებს რა სამხედრო ტექნიკა და ტყვია წამალი დაუტოვა, ისიც საკმარისზე მეტია. რაც შეეხება უკრაინელებს, იმდენი შეიარაღება და ტექნიკა გადასცა დასავლეთმა, არა მგონია ჩვენი „დიდგორების“ იმედზე იყვნენ – ჩვეულებრივი პოპულიზმი!
    გარეთ, რომ ვიყო ვიომებდიო არ ამბობს, იცის რომ ყველამ იცის რა მეომარიცაა!

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;

• რატომ ათასი? ან 2000 რატომ არა? მოკლედ ამ საკითხს სააკაშვილის გარეშეც მიეხედება, თუ საჭირო გახდა – ისევ, ჩვეულებრივი პოპულიზმი!

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი;

  • ამ კავშირის ზუსტი მნიშვნელობის შესახებ, ჯერ მგონი ზუსტად არავინ არ იცის, ვის უნდა შეურთდეთ და რატომ? თან მაპზე უკეთი ხომ გვაქვს უკვე!

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს.

  • ერთხელ ხომ ჩამოხსნა ნიღაბი რუსებს… იცის, იცის მთელმა მსოფლიომ რუსეთის შესახებ, აი, იმაში თუ არიან ჩამოყალიბებული ჩვენი უცხოელი მეგობრები, ესაა საინტერესო – რომ სწორედ სააკაშვილის უგნურებამ და ავანტიურამ, როგორ გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს, თავისი ამბიციური გეოპოლიტიკური ვნებების დასაკმაყოფილებლად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა...

საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე...

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...