კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სასამართლოს ყველა უარი იქნება წამების და სისხლის სამართლის...

“სასამართლოს ყველა უარი იქნება წამების და სისხლის სამართლის საპროცესო კონვენციის დარღვევა – ასეთი ტიპის უარები და დარღვევები ჩვენ მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა!” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, მთავარი რაც ამ პროცესზე მოხდა იყო ის, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა 3-ჯერ განაცხადა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და სჭირდება ექიმი:

,,მთავარი, რაც ამ პროცესზე მოხდა იყო ის, რომ პატიმარმა 3-ჯერ განაცხადა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, სჭირდება ექიმი და მას ეს ექიმი არ ჰყავს. მოითხოვა, რომ შეეშვათ ექიმები, რომლებიც მას ამ დახმარებას გაუწევდნენ და ზოგადად დახმარების გაწევა ითხოვა იმიტომ, რომ პრობლემები აქვს ჯანმრთლობის.

ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის და წამების წინააღმდეგ კონვენციის საფუძველზე, რომ ადამიანი – პატიმარი, რომელიც ითხოვს სამედიცინო დახმარებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხორციელდება არაჰუმანური მოპყრობა და მას არ გაეწევა სათანადო სამედიცნო დახმარება, სასამართლომ უნდა მიმართოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გენერალურ დირექტორს, დაავალოს მას ამ საკითხის გამორკვევა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამით სასამართლო არ დაადგენს, რომ წამებას აქვს მართლა ადგილი იმიტომ, რომ ეს არ არის საქმე, სადაც წამება იხილება, მაგრამ სასამართლო ვალდებულია ასეთ განცხადებაზე გააკეთოს რეაგირება.

მოსამართლემ განგვიმარტა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის გასაგონად, რომ მას ეს ვალდებულება ნამდვილად აქვს, რომ პატიმარს გაუწის ყოველგვარი დახმარება, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

შემდეგი ეტაპები, გარწმუნებთ, ყველა სასამართლო სხდომაზე იქნება ამგვარი ტიპის განცხადება, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ გაუწევენ დახმარებას და არ შეუშვებენ ექიმებს. ყველა მოსამართლე იქნება ვალდებული, რომ ამაზე იმსჯელოს. ყველა უარი იქნება წამების და სისხლის სამართლის საპროცესო კონვენციის დარღვევა. ასეთი ტიპის უარები და დარღვევები ჩვენ მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...