გიორგი მშვენიერაძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას კონკრეტულ ჭრილში განიხილავს:
“2021 წლის თებერვლის ბოლოდან, რაც ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი, კოვიდით საქართველოში 11 000-ზე მეტი ადამიანი მოკვდა.
– ეს იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე ქალაქ ბორჯომში ან ქალაქ ტყიბულში დღეს ცხოვრობს;
– ეს იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ომებში ჯამურად დაგვეღუპა;
– ეს იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე ბოლო 15 წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში დაიღუპა,” – წერს გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.