კვირა, ივნისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციაყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 30-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე მუშაობდა სპეციალური ავტოტექნიკა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...