spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილმა სიცრუის ტირაჟირებაში რეკორდი მოხსნა

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილმა სიცრუის ტირაჟირებაში რეკორდი მოხსნა

იმედი მქონდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სხდომათა დარბაზში შემოვიდა, ოდნავ მაინც გააკეთებდა აქცენტს მიმდინარე თემებზე“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც დავაანონსეთ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კახი კალაძემ და მერიამ, საკრებულოსთან ერთად ბოლომდე მიიყვანა. დღეს, ვერცერთ ყვითელ ავტობუსს თუ სამარშრუტო ტაქსს ვერ ნახავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო იყო. შევქმენით სისტემა, რომლის მიხედვითაც შშმ პირები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები უფასოდ ან 10 თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ. ხოლო მათთვის, ვინც ყოველთვის სარგებლობს ტრანსპორტით, დავამატეთ შესაძლებლობა, რომ ლურჯ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება მეტრომანით გადაიხადონ. ერთხელ რომ გადაიხდიან, შემდეგ შეეძლებათ, მთელი 90 წუთის განმავლობაში ისარგებლონ. თვეში ეს ღირს 40 ლარი. დღეს მიეჭრნენ მოსახლეობას და ეკითხებიან, -150 ლარად თვეში, მზად ხართ თუ არა, რომ იმგზავროთო, – ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადების პასუხად, ირაკლი ზარქუამ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში სუბსიდირებულია.

მესამე მიმართულება – ტყე აჩუქესო. ეტყობა, დროში აერია. მოიკითხე, აბა, შენი ბელადი როგორ გადასცემდა 1 ლარად, ხან როგორ ჩუქნიდა ხოლმე თავის პარტიულ მუშაკებს, ხან ტერორისთვის, ხან პარტიული დავალების „კარგად“ შესრულებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მეოთხე ტყუილი, რაც თქვა და რეკორდი მოხსნა – 8-სართულიანი კორპუსი ააშენაო, კალაძემ მისცაო. დიახ, ეს პრობლემაა. შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც, ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა – 366 კვადრატი 580-დან, 2010 წელს გაყიდა, რეკრეაციული ზონა. ახლა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა შენ ადექი და წადი პოლიტიკიდან. არ შეგარჩენ არცერთ ტყუილს. მოდი ადეკვატურობაში. თორემ ის NDI-ის კვლევა პოზიტიურად რომ არის განწყობილი თქვენს მიმართ, ისიც კი გიწერთ, რომ მილევად რეჟიმში ხართ გადასული“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს: "ნოდარ...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...