spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბერდია სიჭინავა - "ოცნებიდან" ველით მორიგ ბრიფინგს, რომელსაც...

ბერდია სიჭინავა – “ოცნებიდან” ველით მორიგ ბრიფინგს, რომელსაც ტრადიციულად მოგვიძღვნიან ჩვენ და იტყვიან რომ აი, ისევ “გარიგდნენ”, “შერიგდნენ” ან “გადარიგდნენ”

“იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს და გინდათ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც არ დავუშვებთ” – მიმართავს “ქართულ ოცნებას” პარტია „საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის” წევრი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა:

რუსთავი უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც ჩვენმა პარტიამ “საქართველოსთვის” თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით შევძელით კრიზისის თავიდან აცილება და მოქალაქეების ნების აღსრულება.

დღეს, რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ან ოცნებასთან ან ნაცმოძრაობასთან, ამიტომ, ორივეს, ოცნებასაც და ნაცმოძრაობასაც მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის” – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცა ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნის კრიზისს და სურთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

ახლა კი, ველით, ოცნებიდან სუბარის მორიგ ბრიფინგს, რომელსაც ტრადიციულად მოგვიძღვნიან ჩვენ და იტყვიან რომ აი, ისევ “გარიგდნენ”, “შერიგდნენ” ან “გადარიგდნენ”, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ პარტია “საქართველოსთვის” წევრს მისცეს ხმა.

დაგასწრებთ და თქვენზე ადრე ვეტყვით მოსახლეობას, რომ მორიგ ტყუილს იტყვით და კიდევ ერთხელ შეეცდებით მათ მოტყუებას.

რადგან, სიმართლე არის ის, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ვერაფრით, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ამიტომ, ქმნით კრიზისს და გინდათ, რომ დანიშნოთ ხელახალი არჩევნები.

რატომ გვაძლევს ოპოზიცია, მათ შორის ნაცმოძრაობა ხმას? ესეც მარტივია, ყველამ ნახეთ, რომ 2 თვის განმავლობაში ნაცმოძრაობაც უარზე იყო, არც მათ უნდოდათ ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვა და ღიად აცხადებდნენ, რომ ყველა პოზიცია ამ საკრებულოებში მხოლოდ თვითონ უნდოდათ, ოცნების გარეშე.

ამაზე ჩვენგან ორივემ, ოცნებამაც და ნაცმოძრაობამაც მიიღო თანმიმდევრული, პრინციპული უარი! ახლა ოპოზიციას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, არ აწყობს ხელახალი არჩევნები და ამიტომ, აძლევენ ჩვენს კანდიდატს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოადგილედაც და კომისიების თავმჯდომარეებადაც ოპოზიციასთან ერთად, ოცნებასაც ვთავაზობთ, მარტო კი არ ვთავაზობთ, აგერ 2-3 ჯერ უხეშად რომ ვთქვათ, შევუნახეთ ეს შეთავაზება.

ამიტომ, ოცნებამ რაც არ უნდა მოიგონოს და მესამედ ან მეათედ გამოიყვანოს ბატონი სუბარი ერთი და იგივე ტექსტით და ბრალდებებით ჩვენს მიმართ, ჩვენ მაინც ასე თანმიმდევრულად და პრინციპულად გავყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც მდგომარეობს ისევ და ისევ ადგილობრივ მმართველობაში ბალანსის უზრუნველყოფაში, რაც არის მოქალაქეების არჩევანი და ნება და მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ კრიზისი, ხელი შევუშალოთ როგორც ოცნების, ისე ნაცმოძრაობის ერთპიროვნულ მმართველობას, თავიდან ავარიდოთ ამ მუნიციპალიტეტებს ხელახალი არჩევნები და შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ ამ პერიოდში გაჩერებული – ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, სენაკი, ჩხოროწყუ თუ წალენჯიხა.

აი, ამის არ დაშვება და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისი მოქმედება ჩვენი გეგმა და მიზანი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...