კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ მშვიდობის პოლიტიკა"...

“ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ მშვიდობის პოლიტიკა” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების“თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კონკრეტულ განმარტებას აკეთებს მმართველი პარტიის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუციის შესახებ. მისი განცხადებით, ტექსტში ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს საჭიროა მოცემულ შემთხვევაში:

,,ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ მშვიდობის პოლიტიკა და ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, არ უნდა გადიოდეს ეროვნული თავმოყვარეობის ხარჯზე, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში გვედავებიან ის ადამიანები, რომლებიც არა თუ რეგიონის მშვიდობაზე და საქართველოში მშვიდობაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებდნენ, გააკეთეს და დღესაც აკეთებენ იმისათვის, რომ იყოს ომის პროპაგანდა და რაც შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს.

ოკუპაციას ეწოდება ოკუპაცია და ჩვენ ამას არ მოვრიდებივართ არასდროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ყველაფერია ჩაწერილი ისე, როგორც ეს საჭიროა მოცემულ შემთხვევაში.

,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეგვიძლია, მაგალითად, თავისუფლად დავარქვათ ომის პარტია. მათ ვერ უზრუნველყვეს ომის თავიდან აცილება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შემდეგ მათი რეზოლუციებიც კარგად გვახსოვს, რომელშიც საქართველოს და ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, 10 წელი მალავდნენ ამ ამბავს და ახლა აქეთ ატრიალებენ თემას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...