“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ მედიასთან მიმართებაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტს ეხმაურება:
“თამარ ჩერგოლეიშვილი შექმნილ მდგომარეობას ოპოზიციურ მედიას აბრალებს – პრიორიტეტები სწორად ვერ დაალაგეთო.
იმ ცხრა წელსაც ოპოზიციურ მედიას ებრძოდნენ და დალაგებული პრიორიტეტები ვნახეთ 2012 წლის არჩევნებზე.
მე დამოუკიდებელი მედიის პრიორიტეტად უსამართლობის წინააღმდეგ სამართლისთვის ბრძოლა მიმაჩნია!
დღეს მიშას სამართლისთვის ვიბრძვი, ხვალ შეიძლება ბოკერია აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში და წარსული წყენების გამო მივატოვოთ სისტემის პირისპირ?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

