შაბათი, აპრილი 20, 2024

“ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს, როცა სოც-ქსელიდან ფეისბუკ-გამოკითხვაც კი გააქრეს” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მმართველ პარტიასა და სპეცსამსახურებს ბრალს დებს სოციალური ქსელიდან იმ ფეისბუკ-გამოკითხვის წაშლაში, რომლითაც უნდა გარკვეულიყო საზოგადოების დამოკიდებულება პარლამენტში მის შესვლასთან დაკავშირებით:

ძვირფასო მეგობრებო, გამოკითხვა რომელიც ამ გვერდზე იდო ჩემი პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე და სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას წაშლილია “ქართული ოცნებისა” და სპეცსამსახურთა ე. წ. საჩივრებით ფეისბუკის ადმინისტრაციაში.

ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო.

აბა ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს როცა სოციალური ქსელიდან ფეისბუკ-გამოკითხვაც კი გააქრეს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული