spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში" -...

“ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ვასო ურუშაძე საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობის” შესახებ

დღეს, თბილისში დაფუძნდა საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ანტიკორუფციული მოძრაობა“

ანტიკორუფციული მოძრაობა აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა:
,,ჩვენი მიზანია, სამოქალაქო აქტივიზმის გზით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული ფაქტების გამოვლენა, კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება და დაზარალებული ადამიანებისა და ბიზნესსუბიექტების ადვოკატირება.

ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით მოვახდინოთ საზოგადოებრივი ზეწოლა სამართალდამცავ უწყებებზე, რათა ვაიძულოთ ისინი რეაგირება მოახდინონ კორუფციულ ფაქტებზე და საქმეები საფუძვლიანად გამოიძიონ.

ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რა კავშირი აქვს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციას, მათი ცხოვრების გაუარესებულ მაჩვენებლებთან, სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან. სწორედ ამ გზით ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში’’.

ანტიკორუფციული მოძრაობის მასშტაბებზე და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ფარულავამ, რომელმაც განაცხადა რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. აღნიშნულმა ფაქტიურად ჩამოშალა ინსტიტუციები და გააღრმავა საზოგადოებაში ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესის მიმართ, რაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემაფერხებელი და ავტორიტარიზმის გაძლიერების ძირითადი წყაროა.

ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ქართული ოცნების კორუმპირებულ კლანს, სრულფასოვნად და ობიექტურად გამოიძიებს კორუფციულ ფაქტებს და შეაკავებს მზარდ ავტორიტარიზმს.

ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ იმუშაოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც კორუფციული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შევქმნით ლოკალურ ჯგუფებს და არ მივცეთ მოსვენებას ქართული ოცნების მიერ შექმნილ არაფორმალურ კორუმპირებულ დაჯგუფებას, ქვეყანას წაართვას დემოკრატიის განვითარების პერსპექტივა’’.
ანტიკორუფციულ მოძრაობას ერთ-ერთი დამფუძნებელია სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი, მოძრაობას ასევე უერთდება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი.

საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი მდებარეობს თბილისში, ფერისცვალების ქუჩა N20/22-ში (მეტროსადგური ავლაბრის მოპირდაპირე მხარე).

ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ანტიკორუფციული მოძრაობა“

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...