კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტისაქართველო ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს! - ფუტსალი...

საქართველო ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს! – ფუტსალი | ევრო-2022

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით დათმო. ერთადერთი გოლი ბოსნია-ჰერცეგოვინას რიგებში ნერმინ კაჰვეჯიჩმა გაიტანა. საპასუხო გოლის გატანა საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ შესვენებამდე შეეძლო, თუმცა მეტოქე გუნდის მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, ტაიმის მიწურულს კი ჩვენმა გუნდმა ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, ელისანდრო დაკარგა.

პირველი შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხა ამჯერადაც მეორე ნახევარში შეიტანა. 25-ე წუთზე თალესმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლის ავტორი კი ბრუნო პეტრი გახდა, რომელმაც ვილიანის პასით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლო წუთებზე ბოსნია-ჰერცეგოვინამ დიდი ძალებით შეუტია საქართველოს ნაკრებს, თუმცა ზვიად კუპატაძემ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებები:

💬 ავთანდილ ასათიანი: ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი. ამხანაგური თამაშები ზუსტად ამისთვის არის საჭირო. რუმინეთთან ზუსტად იგივე სურათი იყო, როდესაც 0:3-დან შევძელით თამაშის შემოტრიალება. ეს კიდევ უფრო დიდ რწმენას გაძლევს, რომ შეგიძლია თამაშის გადარჩენა, რა ანგარიშითაც არ უნდა აგებდე. ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. ჩანდა, რომ მასზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. ძალიან სწრაფად მიიღო ტრავმა. ისეთი დონის ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მისი გასვლის შემდეგ, სხვა სქემაზე გადავეწყვეთ და ამან გაამართლა. ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არ ვართ. ელისანდროს მდგომარეობის შესახებ მეტი ექიმებთან საუბრის შემდეგ გვეცოდინება. აქამდე მთელი კონცენტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გვქონდა. ხვალიდან, როგორც კი ეს ემოციები ჩაცხრება, შევუდგებით ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას“.

შეფასებები გააკეთა აგრეთვე გუნდის კაპიტანმა:

💬 ზვიად კუპატაძე: „მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ“.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შრის ფრედ, 2:2 დასრულდა.

ისტორია დაიწერა! საქართველო ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს!

2 ტურის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ფეხვურთის ფედერაცია

📷: სფფ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...