spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეზოლუციის ტექსტი დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან,...

“რეზოლუციის ტექსტი დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან, ამის დრო აქ ნამდვილად არ არის” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ვარიანტი წარადგინა/წაიკითხა:

საქართველოს პარლამენტი, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და, სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით, ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკლაციით, მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში,” – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტში.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, კონკრეტული განმარტებებიც გააკეთა:

რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან, ამის დრო აქ ნამდვილად არ არის“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...