კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"უკანონო ბრძანების შესრულებას, დანაშაულის ჩადენას საზოგადოება ვერ გაპატიებთ!"...

“უკანონო ბრძანების შესრულებას, დანაშაულის ჩადენას საზოგადოება ვერ გაპატიებთ!” – მიშა მშვილდაძე პოლიციელებს მიმართავს

პროდიუსერი, ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე მწვავე და ემოციურ კომენტარს აკეთებს პოლიციელების მიმართ და მოუწოდებს, რომ ,,თუ სადღაც ჩუმად იყავით, თუ რამემ შეგაწუხათ, თუ მიიღებთ უკანონო ბრძანებას, თუ შეეცდებით უკანონობას ყველა პოლიციელმა მოგვმართეთ მედიას, დაგიდგებით გვერდში“:

,,არ შეგეშინდეთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები, არ შეასრულოთ! ეგ მარტო მორალური პრობლემა კი არ არის, ეგ დანაშაულია ხალხო! მაგას ვერ გაპატიებთ საზოგადოება! უკანონო ბრძანების შესრულებას, დანაშაულის ჩადენას საზოგადოება ვერ გაპატიებთ! დანარჩენს ყველაფერს გაპატიებთ, გაგიგებთ!

თუ სადღაც ჩუმად იყავით, თუ რამემ შეგაწუხათ, თუ მიიღებთ უკანონო ბრძანებას, თუ შეეცდებით უკანონობას ყველა პოლიციელმა მოგვმართეთ მედიას, დაგიდგებით გვერდში. ნუ გეშინიათ! ადამიანები ხართ თქვენ! თქვენი შვილებიც უნდა გამოვიდნენ გარეთ და ყველა ერთმანეთს არ იცნობთ, რომ ყველამ ერთმანეთის შვილები იცნოს და არ შეეხოს. არავინ არ არის დაზღვეული ამისგან.

ეს სისტემა არ შეიძლება! სირცხვილია! სადმე თუ დარჩით პატიოსანი პოლიციელები, ეს მითიაო დღეს წერდნენ, თუ სადმე შემორჩით დაგვენახეთ. დაგვენახეთ, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ.

იმიტომ, რომ ვერ ვხედავ თქვენ გაპროტესტებულ უკანონობას; ვერ ვხედავთ, რომ გვერდზე რომ ხედავღ ვიღაცა დანაშაულშია – კაი ის ცუდია, შენ რატომ ჩუმდები შენ თუ კარგი ხარ?! იფიქრეთ მეტი! მეტი პასუხისმგებლობაა ამ ფორმის ჩაცმა! რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ, ზიზღის თვალით, ყველა. თქვენ, იმის გამო! თქვენ რა დააშავეთ ამ დროს?! თქვენი პრობლემაა, სისტემის პრობლემაა. იფიქრეთ ამაზე ხალხო! იფიქრეთ, არაა ესე მარტივად!” – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...