ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“დაბრმავდით და დაყრუვდით?! სად ყრიხართ ის ხალხი, სისხლიანი ცხრა წელიო, ქუჩაში რომ ბღაოდით?!” – ელისო კილაძე

ერთდროულად ირონიით და აღშფოთებით დაწერილ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

დაბრმავდით და დაყრუვდით?!

სად ყრიხართ ის ხალხი, სისხლიანი ცხრა წელიო, ქუჩაში რომ ბღაოდით?!

ააა, უპატრონო ყრუ-მუნჯია?!

“ელიწა” მეტროს კვადრატში არ მოძრაობს?!

და მრგვალი ბაღის პროტესტიც არალი?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ინფორმაციისთვის: მედიასა და სოცქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც პოლიციელი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მოზარდს. როგორც დაზარალებულის ახლობლები აცხადებენ, იგი სმენადაქვეითებული შშმ პირია.

მომხდარ ფაქტამდე კი, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის, ასეთი დიალოგი გაიმართა – მოზარდები პოლიციელს უხსნიან, რომ პირი ყრუ-მუნჯია და გაუშვან:

– ხელი გაუშვი, ყრუმუნჯია, არ ესმის… – შენ ხო გესმის, უნდა დაარიგო მერე.
– ყრუმუნჯია და რა ავუხსნა?! – ყრუმუნჯია? – რომ ავალაპარაკო ახლა?“…
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული