შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი ვაშაძე – ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში არის სირაქლემას პოზიცია

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების პოზიცია-დამოკიდებულებას უკრაინის საკითხთან მიმართებაში:

,,ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, ამ უმძიმეს რეგიონალური კატაკლიზმის პირობებში, დიდი საფრთხის მომტანია საქართველოსთვის.

დღეს წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ეს უსაფრთხოების კომპონენტი იყოს უზრუნველყოფილი, იმისთვის, რომ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისათვის: დღეს, გიორგი ვაშაძე და პარლამენტის ფრაქცია “რეფორმების ჯგუფი” საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული