ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ისტორია გვასწავლის - თუ პრობლემის წინაშე სირაქლემასავით თავს...

“ისტორია გვასწავლის – თუ პრობლემის წინაშე სირაქლემასავით თავს მიწაში ჩარგავ, იგივე პრობლემა გაათმაგებულად მოგიბრუნდება მომავალში” – მამუკა გამყრელიძე

უკრაინასთან დაკავშირებით ისტორიაში ერთგვარ მცირე ექსკურსს გვთავაზობს პარტია “ევროპული დემოკრატების” გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე:

მცირე ექსკურსი უახლეს ისტორიაში.

1994 წელს უკრაინა შეუერთდა “ბირთვული იარაღის არგავრცელების” 1968 წლის ხელშეკრულებას. ცხადია უკრაინამ მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამ გარანტიების გაცემას შეეხებოდა ბუდაპეშტის ოთხმხრივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კლინტონმა, ელცინმა, მეიჯორმა და კუჩმამ.

2014 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია ყველა არსებული საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმიც და მოახდინა ყირიმის ანექსია.

იმავე 2014 წელს, როცა აშშ-ს პრეზიდენტი იყო ობამა, ხოლო ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მთავარი იურისკონსულტის სამმართველომ (U.S. Department of Justice’s Office of Legal Counsel) გამოუშვა დადგენილება, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი “…არ არის არც ხელშეკრულება და არც შეთანხმება, რომლის შესრულება აუცილებელია”.

შედეგები:
1. რუსეთი დღეს კვლავ ემუქრება უკრაინას ოკუპაციით, რითიც საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას;
2. ბარაქ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია;
3. ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტია.

P.S. ისტორია გვასწავლის – თუ პრობლემის წინაშე სირაქლემასავით თავს მიწაში ჩარგავ, იგივე პრობლემა გაათმაგებულად მოგიბრუნდება მომავალში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მამუკა გამყრელიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...