spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან...

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა – არ არის კორექტული!“ – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან არშემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების პოზიციას ეხმაურება:

,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან დრო ვერ გამონახა და ვერ მოიცალა – არ არის კორექტული!

როდესაც 2 დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ახლა ჩამოვდივარ, რაღაცა ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში, სულ სხვა დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება არც საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის სიმართლე – წაიკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადება.

დანარჩენი ის, რაც უნდა ემსახურებოდეს პოლარიზაციის შემცირებას გამოდის, რომ ემსახურება პოლარიზაციის გაზრდას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ინფორმაციისთვის – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადება:

“21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...