spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოლიგარქულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი, ეშინია იმ სიმართლის,...

“ოლიგარქულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი, ეშინია იმ სიმართლის, რასაც მარტო აქედან კი არ გაიგებს, თუ მივიღებთ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საზოგადოებას აცნობებს, რომ სოც.ქსელებში მიმდინარეობს გამოკითხვა პარლამენტში მის შესვლასთან დაკავშირებით და შესვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ სიმშვიდეს დაურღვევს:

მსოფლიომ იცის, რომ წელიწადზე მეტია პარლამენტში შეტანილი მაქვს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, რადგანაც რეჟიმმა გააყალბა არჩევნები, მიითვისა ძალაუფლება, თავზე გადაგვახია ნება ჩვენი და არ მიწყვიტავენ უფლებამოსილებას. საკმარისი იყო დაგვეწყო სოც.ქსელებში გამოკითხვა – შევიდეთ თუ არა პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია შელაგდა და აზრი დაკარგა ბოიკოტმა, მაშინვე გაახსენდათ სხდომების გაცდენები და შესაბამის კომიტეტში უფლებამოსილების შეწყვეტაზე დაიწყეს მსჯელობა.

ეს, ერთის მხრივ, იწვევს დიდ სიხარულს, რადგან ოლიგარქულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი, ეშინია იმ სიმართლის, რასაც მარტო აქედან კი არ გაიგებს, თუ მივიღებთ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, იქ პირდაპირ ვეტყვით სათქმელს და ვამხელთ მათ დანაშაულებრივ პოლიტიკას, რამაც ქვეყანა დაცალა და გაანადგურა. მეორეს მხრივ კი იწვევს გულისტკივილს ის ინტელექტუალური სიჩლუნგე, რაც ქვეყნის მმართველთა ამ დაჯგუფებას გააჩნია, როდესაც მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატისათვის ითვლება ნორმალურ მდგომარეობად და არ შეიძლება ეს ჩათვალო არასაპატიოდ, მით უმეტეს, ამის გამო დაიწყო მსჯელობა უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

თუმცა, აქ ყველაფერი მოსულა და რა თქმა უნდა, აქ მოსულა ისიც, რომ პარლამენტი იყოს ერთპარტიული და იქ მათ არავინ შეუშალოს ხელი, მათი სიმშვიდე არავინ დააღვიოს. მაგრამ ვპირდებით, სიმშვიდეს დავურღვევთ კი არა, გუდა-ნაბადს ავაკრეფინებთ უკანონოდ დაკავებული კაბინეტებიდან.

აქვე გვინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ჯერ მიდის გამოკითხვა სოციალურ ქსელებში და შიშისგან ნახეთ რა ყმუილი ატეხეს და წარმომიდგენია, ახლა თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, რა დაემართებათ ამ ბატონებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...