პარასკევი, აპრილი 19, 2024

“რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს უკრაინასთან და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება ავღმოჩნდეთ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინისადმი რეალურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელი ომის პირობებში უკრაინასთან საერთაშორისო ვაჭრობა, მიწოდების არხების ჩაკეტვის გამო, შეიზღუდება. ვინაიდან უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საომარი კონფლიქტი ორივე ქვეყანას ეკონომიკურად დააზარალებს. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში იმპორტმა 451,621 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა – 307,309 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ტოპ ოცეული პროდუქციის, რომელიც უკრაინიდან იმპორტით შემოდის საქართველოში ასე გამოიყურება:

NN კოდი

HS4

პროდუქცია ათასი აშშ დოლარი
1 2402 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 77 960,06
2 3004 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 21 168,51
3 7208 ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი 23 124,41
4 7214 წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე 18 784,93
5 2304 კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას 14 394,93
6 1806 შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები 11 183,42
7 1905 პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული 9 896,1
8 2403 სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები 8 890,21
9 2202 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით 7 652,65
10 0202 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული 7 476,57
11 5601 ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა 7 330,79
12 8309 საცობები, ხუფები და სახურავები 6 681,29
13 1517 მარგარინი 6 050,8
14 0207 ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული 5 969,34
15 9403 ავეჯი სხვა და მისი ნაწილები 5 478,14
16 7612 ცისტერნები, კასრები, დოლები, ქილები, ყუთები და ალუმინის ანალოგიური ტევადობები 4 667,33
17 3923 ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან 4 666
18 4819 ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან 4 215,61
19 7321 ღუმელები გასათბობი, ღუმელები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი 4 142,1
20 0401 რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე 4 108,13

 

ექსპორტით საქართველოდან უკრაინაში გადის:

NN კოდი

HS4

პროდუქცია ათასი აშშ დოლარი
1 8703 მსუბუქი ავტომობილები 88 061,99
2 2208 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები 43 432,74
3 3102 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი 38 039,84
4 2201 მინერალური და მტკნარი წყლები 26 203
5 2204 ყურძნის ნატურალური ღვინოები 25 151,95
6 7404 ნარჩენები და ჯართი სპილენძისა 20 462,67
7 8471 გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები 15 330,22
8 8517 სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით 6 796,29
9 3901 პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით 6 398,86
10 7202 ფეროშენადნობები 4 934,57
11 3902 პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით 4 228,7
12 2202 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით 3 922,7
13 7304 მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან 2 909,1
14 9021 სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები 2 685,57
15 0802 თხილი და სხვა კაკალი 2 576,54
16 0805 ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი 1 583,66
17 0810 ნაყოფები სხვა, ახალი 1 316,49
18 0910 კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები 1 168,36
19 4011 რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი 1 108,5
20 0809 გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი 718,81

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რადგან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში შესაძლოა დეფიციტი გაჩნდება ისეთ პროდუქტებზე, რომელიც უკრაინიდან შემოდის, ხოლო ქართველ მწარმოებლებს ახალი გასაღების ბაზრების ძიება მოუწიოთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე დაიწყება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი, ფრონტის ხაზი უკრაინის რომელ რეგიონებს მოიცავს, რა ვადით გაგრძელდება სამხედრო კამპანია, მიწოდების არხები რამდენად გამართულად იმუშავებს და ა.შ.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის და მოძმე ერისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, მაგრამ ბრძოლას იგებს ის ვინც მას მომზადებული ხვდება!

სტატიაში გამოყენებული წყაროი:
http://geostat.ge

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული