შაბათი, აპრილი 20, 2024

ნიკა გვარამია – გლდანის N18 დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახავი – ეს ძალის გამოყენებაა!

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მძიმე შეფასებას აკეთებს ციხის კადრებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ იყო გაცილებით მძიმე მძიმე და სანახავი. მისი განმარტებით ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ. ,,შუმოკი“:

,,რაც ჩვენ ვნახეთ არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე. კადრებიდან ჩანს, რომ ადამიანი:
ა) ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი;
ბ) უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს – გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო – არავის ჰქონდა გადაყვანის უფლება.

ასევე ჩანს, რომ ატყუებენ – ეს უბრალოდ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთო და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა.

ასევე, ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს.
ნუ მერე შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახავი – ეს ძალის გამოყენებაა!

რაც ჩვენ ვნახეთ ყველა რაკურსი არ არის. რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის – ხან პანდუსს ეფარება, ხან ა.შ.

რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ ე.წ. ,,შუმოკი“ და ასევე უმძმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება ,,შენი აშენებული რომ არის იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო“. ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო. ეს არის მოკლედ რომ გითხრათ!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული