შაბათი, აპრილი 20, 2024

“ხოხ, რა მასირებული შეტევა მიდის გახარიაზე?! არა და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლტიკურადაც და სახელმწიფოებრივადაც” – ლელა ჯეჯელავა

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის არჩევას ეხმაურება:

ხოხ, რა მასირებული შეტევა მიდის გახარიაზე?!😊 არა და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლტიკურადაც და სახელმწიფოებრივადაც.

ეს სერიოზულ გარდატეხას შეიტანს უკვე პროცესებში.

ზღვა კოვზითაც დაილევაო, უთქვმს ხალხს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

ინფორმაციისთვის: რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. მან ეს პოსტი 14 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერის სედეგად მიიღო. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში, დღეის მონაცემებით, 11-11 დეპუტატი ჰყავთ “ქართულ ოცნებას” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 1 “ლელო საქართველოსთვის”, ხოლო 3 პარტია “საქართველოსთვის” წევრია. საკრებულოს 1  წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია და იგი მანამდე გახარიას პარტიის წევრი იყო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული