კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტოს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და...

“მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტოს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და თვითნებურად რაღაც მედიკამენტების მიცემა” – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატებს მიმართავს, რომ სასამართლოსგან მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს:

,,მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტოს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და თვითნებურად რაღაც მედიკამენტების მიცემა. ვინაიდან ნეიროლეფსიური პრეპარატები იმ თავის ტვინის ორგანულ დაზიანებაზე, რომელიც მას აქვს ანუ ენცეფალოპათიაზე ვერნიკეს და პოლინეიროპათიაზე, რეკომენდირებული არ არის ანტიფსიქოზური პრეპარატების მიცემა. ამის საჭიროებას ჩვენ იქ ვერ ვხედავთ.

შესაბამისად, მისცეს საშუალება ცენტრ ,,ემპათიას“ კვალიფიციურ ექსპერტებს შევიდნენ, შეაფასონ მდგომარეობა და გასცენ რეკომენდაციები. ვინაიდან ვერ ახორციელებენ ადეკვატურ მკურნალობას ვერცერთი მიმართულებით – იქნება ეს ფარმაკოთერაპიული მკურნალობა თუ სხვა ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

ჩვენ ვფიქრობთ და ადვოკატებს მივმართავთ ცენტრი ,,ემპათია“, რომ სასჯელის გადავადებაზე შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და მოითხოვონ სასჯელის გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...