პარასკევი, მაისი 16, 2025
9.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ პუტინის გინების გამო ბოდიშს...

ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ პუტინის გინების გამო ბოდიშს მოვიხდიდი – ნიკა გვარამია

“კურიერი P.S.”-ის, ეთერის დასაწყისში მისმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსულ ენაზე მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მიმართვა არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა, რის გამოც სპეციალური განცხადება გააკეთა “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2″ არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს” და მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა.

ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ პუტინის გინების გამო ბოდიშს მოვიხდიდი. ესეც არის გაბუნიას დანაშაული, რომ ამ ვითარებაში ჩამაგდო რომ პუტინის  გინების გამო ვიხდი ბოდიშს. პათოსი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, არავითარი აკრძალვები, თვითცენზურა არ მაქვს პუტინთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საეთერო ტექსტი. ეს არ არის არხის გამოხატვის ფორმა და არხი ამ პოზიციას არ იზიარებს. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ

გიორგი გაბუნიას აღნიშნული გამონათქვამების გამო, მოიხადა ბოდიში გადაცემა “კვირის აქცენტების” ერთ-ერთმა წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ბრძოლას, პირველ რიგში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ასეთი ნერვების ფასად გვიჯდება და ეს ბრძოლა არ გადის მარტო ამ არხზე, ეს ბრძოლა გადის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებაზე, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს და უნდა ვიცოდეთ, რა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვზივართ. ამიტომ, პირადად მე ვიხდი ბოდიშს, იმის გამო, რაც დღეს მოვისმინეთ, იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...