კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"საქართველოს პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ ექსერტიზასთან...

“საქართველოს პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ ექსერტიზასთან დაკავშირებით უსწრაფესად გადაწყვეტილებების მიღებას” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით და პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ ყოვლისმომცველ კომისიურ სამედიცინო ფსიქიატრიულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის მოთხოვნის საკითხი დააყენა, რათა დადგინდეს მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტები:

,,მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა. ზოგიერთის შეფასებით არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება.

სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის და პირიქით – ყველაფერი მიდის იქით, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს ვერ აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი გახდებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსერტიზასთან დაკავშირებით უსწრაფესად გადაწყვეტილებების მიღებას. კვლავ ვიმეორებ, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილ ყოვლისმომცველ კომისიურ სამედიცინო ფსიქიატრიულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას – ყოვლისმომცველს, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს და დაეყრდნობა სტამბულის პროტოკოლს და არა უბრალოდ რაღაც გაურკვეველ გაიდლაინებს, რომელიც საქართველოში არსებობს.

სტამბულის პროტოკოლი არის სავალდებულო, წამების, ექსპერტიზის და ფაქტების დამაგრების თვალსაზრისით. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს კონვენციური ვალდებულება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...