პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაწმინდა დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა ყოვლადწმინდა სამების სახელობის...

წმინდა დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ბაგრატოვანთა ხეივანს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა დავით მეფსალმუნის ბიუსტი შეემატა.

აღნიშნული ღონისძიება ფონდ „ქართული გალობისა“ და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში ბიუსტის დადგმა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულებაა.

ცერემონიას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მთავრობის, პარლამენტის, მერიისა და ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ წლებია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს.

მასში შემავალი ფონდი ,,ქართული გალობა“ 2012 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ივანე ჩხარტიშვილმა დააფუძნა. მას შემდეგ ფონდმა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მისი ძირითადი საქმიანობა კი ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა.

ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე გალობდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის საპატრიარქო გუნდი.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...