ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფულს მიაქანებს ჯიბისკენ და...

“დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფულს მიაქანებს ჯიბისკენ და არა პრობლემის მოგავრებისკენ” – გიორგი ბოტკოველი

პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი კონკრეტულ განცხადებას აკეთებს უამინდობის გამო შემქნილ პრობლემებზე:

,,საქართველოს როგორც სხვადასხვა ქალაქებში, ისე ცენტრალურ მაგისტრალებზე ფაქტიურად პარალიზებულია, როგორც ქალაქები, ისე მაგისტრალები და ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ ყველაფრის გამო.

მდგომარეობა არის ძალიან მარტივი – შეიძლება ხელისუფლებისთვის სასარგებლო, მაგრამ ძალიან რთული მოსახლეობისთვის, როგორც იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, ასევე ძალიან ბევრი ტურისტისთვის, რომელიც ტრანზიტით გადაადგილდება ან ტრანზიტულად მოძრავი ადამიანისთვის, რომელიც ტრანზიტით გადაადგილდება საქართველოდან სხვა ქვეყნის მიმართულებით.

ეს არის პირდაპირ ქვეყნის სირცხვილი, რასაც ჩადის ახლა ჩვენი ხელისუფლება, როდესაც მთლიანად პარალიზებულია მაგისტრალი ქვეყნის თითქმის ყველა მხარეს. საქმე ეხება დიდთოვლობას და ეს მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, უკვე განმეორებითი შემთხვევაა, როდესაც დიდთოვლობამ შექმნა პრობლემები. ამისთვის არსებობს რეაგირების სამსახურები და გამოყოფილი მილიონები, რომელიც უნდა იხარჯებოდეს რეალურად ამ საქმისთვის.

მაგრამ რას ვხედავთ? – გასულ წელს, მაგალითად, 566 მლნ ლარი, რომელიც იყო გამყოფილი გზების როგორც მოვლა-პატრონობისთვის, შეკეთებისთვის და ზამთარში ამ პრობლემების მოგვარებისთვის – არავინ არ იცის სად წავიდა და რეალურად რას მოხმარდა.

2021 წელს გამოყოფილი 541 მლნ, რომელიც უნდა მოხმარებოდა ამ საქმეს, მოგვარებულიყო ეს პრობლემები, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენ ფაქტის წინაშე ვართ დღეს.

წელს, უკვე 2022 წელს გამოყოფილი 557 მლნ ლარი, რომლის მოხმარებაც უნდა დაწყებულიყო იმ პრობლემის მოგვარებისთვის, რომელიც დღეს დადგა და რამდენიმე დღის წინ. ამ ყველაფრისთვის ხელისუფლება ნაკლებად მგონია, რომ უძლური იყოს. ეს პირდაპირ წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების, მაღალჩინოსნების სასიამოვნო შემოსავლის წყაროს და სწორედ ამიტომ არ მიმდინარეობს ის პროცესები და პროცედურები, რაც უნდა მიმდინარეობდეს დიდთოვლობის დროს.

ჩვენ ვხედავთ პრობლემას და ვერ ვხედავთ მოგვარების გზებს/ფაქტებს!

წელს ამ ყველაფერში უნდა დახარჯულიყო 700 მლნ ლარამდე. ეს ყველაფერი უნდა მოხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ფულს მიაქანებს ჯიბისკენ და არა პრობლემის მოგვარებისკენ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...