spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტოტელი - Neo,...

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტოტელი – Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღი მონაწილეობა.

პროექტის ამ ეტაპზე 7 აპარტოტელის მშენებლობა დასრულდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონი ლარია.

ნათია თურნავას თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის აღდგენაზე თუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ამ მიღწევებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისეთი მასშტაბური პროექტების ზეგავლენა, უდიდესი წვლილი და შენატანი, როგორიც გუდაურში, „რედკო დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტია.

მისივე განცხადებით, „რედკოს“ მასშტაბური პროექტი ძალიან ღირებულია როგორც ტურიზმის აღდგენაში შეტანილი უდიდესი წვლილის, ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ კოვიდ-პანდემიამ ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი.

მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, კომპანიამ დაასრულა სამუშაოები და შექმნა 150 მუდმივი სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აპარტოტელების ჩათვლით, უკვე 5000 ახალი ოთახია შექმნილი, 2025 წლის ბოლოსკენ კი, როდესაც პროექტის სრულად დასრულდება, ეს ციფრი გაორმაგდება და კომპლექსი მოიცავს 10 000 ნომერს, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტოტელი – Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ახალი აპარტოტელები პროექტის – „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტ „ახალი გუდაურის“ საერთო ინვესტიცია კი 200 მილიონი ლარია.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...