პარასკევი, აპრილი 19, 2024

“სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან” – თეონა ჭალიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის საკითხს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. თეონა ჭალიძეს მიაჩნია, რომ ამ ადამიანებს უკვე წლებია ატყუებენ და სწორედ ამიტომ უკვე მერამდენედ უწევთ საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსვლა. ჭალიძის თქმით სოციალური აგენტების მოთხოვნები სრულად ლეგიტიმური და სამართლიანია და ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს:

სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან. მათი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მოთხოვნები ლეგიტიმური და სამართლიანია.
390-მდე დასაქმებული ითხოვს: გაწეული სამუშაოს ტარიფების და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას, დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ბიულეტენზე ყოფნის დროს სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.

სოლიდარობას ვუცხადებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, რომლებიც უკვე მერამდენედ იწყებენ გაფიცვას თავიანთი შრომითი უფლებებისთვის, რადგან ამ ადამიანებს წლებია უკვე ატყუებენ და არაფრად აგდებენ.

ვნახოთ რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას, ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში, სოციალური აგენტების გაფიცვაზე”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული