ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი და უბედნიერესი ვარ” – სალომე ფაჟავა

დასრულდა ტელეკომპანია “იმედის” შოუს, “ცეკვავენ ვარსკვლავების” საიუბილეო მე-10 სეზონი. შოუს გამარჯვებულები, მაყურებლების რჩეულები გახდნენ სალომე ფაჟავა და რატი გაჩეჩილაძე.

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთან კომენტარში აღფრთოვანებას და სიხარულს ვერ მალავდა გამარჯვებული სალომე ფაჟავა, რომელსაც პრიზის სახით, კომპანია “გრინთაიმისგან” ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადაეცა:

უბედნიერესი ვარ და მიხარია, რომ ამხელა შრომა, რაც ჩავდეთ ერთად, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა… ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი და უბედნიერესი ვარ“, – აღნიშნავს სალომე ფაჟავა.

 

კომენტარი გააკეთა სალომეს მეწყვილემ რატი გაჩეჩილაძემაც:

პირველივე ეპიზოდიდან ვცდილობდით და ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ გაგვემარჯვა. რაც შეეხებასალომეს, არანაირი პრობლემა არ მქონია ამ ადამიანთან იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე როცაა ჩართული და თავიდან ბოლომდე მოგყვება, ადვილია ყველაფერი“, – ამბობს რატი გაჩეჩილაძე.

 

წარმატებული იყო სალომე ფაჟავას სპორტული კარიერაც. არაერთი წარმატება ხვდა მას წილად მხატვრულ ტანვარჯიშში. გასული წლის ზაფხულში, 24 წლის ასაკში პროფესიული სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე ოფიციალურად განაცხადა:

ოფიციალურად მინდა განვაცხადო ჩემი პროფესიული სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე. მე შევასრულე ჩემი მისია ელიტარულ სპორტში, მოვიდა დრო დავტოვო ძველი გზა და განვვითარდე სხვადასხვა სფეროსა თუ მიმართულებით,” – განაცხადა სალომე ფაჟავამ.

📷ცეკვავენ ვარსკვლავები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული