პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ქართული ოცნება” ცდილობს ერთპარტიულად დანიშნოს ცესკოს სასურველი კანდიდატი – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს ცესკოში მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მიკერძოებული და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ არის მორგებული. ანა კობახიძე ფიქრობს, რომ ოცნების კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და არჩეული მხოლოდ 6 თვის ვადით იქნება, რაც მმართველ პოლიტიკურ პარტიას აძლევს დამატებით ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს თავმჯდომარეზე მომავალში და თავმჯდომარეობის ვადა გაუხანგრძლივოს იმის მიხედვით თუ რამდენად ლოიალური იქნება მმართველი პარტიის მიმართ.

როგორც წესი 2021 წელი საარჩევნო რეფორმებს ითვალისწინებდა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას მაღალი კონსესუსით და პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხემებით. აღნიშნული პირობა ,,ოცნებამ” დაარღვია და ცდილობს ერთპარტიულად დანიშნოს სასურველი კანდიდატი.

მიმდინარე პროცესი მიმართულია მოქმედი თავმჯდომარის ხელახლა ასარჩევად, რასაც წინ უძღვოდა დაჩქარებული წესით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. 6 თვის ვადით აირჩევა დამატებითი ზეწოლის მექანიზმია “ქართული ოცნების” ხელში, რომ სრულად დამოკიდებული ჰყავდეს ცესკოს თავმჯდომარე.

მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ თავმჯდომარეს, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არანაირი სიახლის მომტანი არ იქნება საარჩევნო სისტემის კუთხით” – აცხადებს ანა კობახიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული