სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა...

პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ვეტოს უფლება პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე:

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება და ხელი მოაწერა საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს, რომლითაც, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება.

ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების თანამონაწილე არ არის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული “ფარა” საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურას და მათ...

ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონზე...

“პარტიის აკრძალვა – ეს არის ძალადობა და პოლიტიკური დევნა, რაც გინდა “უკეთესი” იყოს ამკრძალველი...

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია, სოციალური ქსელის მეშვეობით...

“ამ ხალხთან საერთო სამშობლო რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა?!🙃” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ...

“ერთ დიდ სიყალბეში ვცხოვრობთ, სადაც სინამდვილეში არანაირი ფასეულობა არ არსებობს, არც ადამიანური, არც იდეური,...

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას პესიმისტური პოზიცია: "ერთ დიდ სიყალბეში ვცხოვრობთ, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“13 წელი თქვენ გამოგიცხადეთ ნდობა! თქვენი სახელით კი ისეთები ხდება, მტრისას!!!” – ნუკა არველაძე...

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა...

“ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს მიუსაფრების ისტორიაში შევა, როგორც მათი მფარველი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი წევრი და ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე...

“ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს...

საქართველოს მე-3 პრეზიდებტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...