პარასკევი, აპრილი 19, 2024

პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ვეტოს უფლება პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე:

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება და ხელი მოაწერა საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს, რომლითაც, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება.

ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების თანამონაწილე არ არის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული