პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მადლობა, რომ მყავდი დიდი გურუ, მაესტრო და უბრალოდ ყურადღებიანი მამაკაცი” – ლალი მოროშკინა რეზო ამაშუკელთან მიმართებაში

ჟურნალისტი, უფლებადამცველი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პოეტ რეზო ამაშუკელთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს ჰყვება:

ერთი კაცი გვყოლია, ისიც ქალია”-ეს ჩემი რეზოს სიტყვებია, როდესაც მე გლდანის ციხესთან საშიმშილოდ დავჯექი.

პირველად, 28 წლის ვიყავი, როდესაც დისერტაციის დაცვის დროს, უნივერსიტეტში შევნიშნე. საშინლად ვინერვიულე, რატომ მოვიდა თავად ბატონი რეზო ამაშუკელი, ჩემს დაცვაზე?

როდესაც ჩავიკითხე სადისერტაციო ნაშრომი ადგა და მომიახლოვდა, ხელიდან ბეჭედი მოიძრო და მუჭში ჩამიდო.
-არ ველოდი… 90-იანებში დისერტაციას ან გიჟები, ან გიჟები იცავენ…
მე მიყვარს გიჟები, განსაკუთრებით ლამაზები.
იცოდე, აწი სულ გაგაკონტროლებ!

ასეც იყო…
ყველა გადაცემის მერე მირეკავდა ან სადაც ვიყავი იქ ერთვებოდა ზარით…
საშინლად მტუქსავდა ორ რამეზე:თუ გასართობ შოუში დამინახავდა ან თმებს მოკლედ შევიჭრიდი…

მერე ვუხსნიდი, რომ პიარისთვის ესეც საჭიროა…

-პიარი, შმიარი არვიცი მე!-რეზო შეუვალი იყო.

მისმა რეცენზიამ ჩემს წიგნზე “გისოსებს მიღმა საქართველოა” – ისე გადარია მიშა, წიგნი ერთ წამში აიკრძალა და ციხეებში, ყდის გარეშე, ნაწილ-ნაწილ შედიოდა…

მადლობა, რომ მყავდი დიდი გურუ, მაესტრო და უბრალოდ ყურადღებიანი მამაკაცი❤

დღეს იანვრის ამ ქარიან დღეს, მე მოვალ კესანებით, რომ დაგემშვიდობო, მხოლოდ ხორციელად, იმიტომ რომ მე და შენ არ გვჯერა გარდაცვალების❤“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

ინფორმაციისთვის: 10 იანვარს, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა პოეტი და ფილოლოგი რეზო ამაშუკელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული