spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქი ივანიშვილისთვის!" -...

“მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქი ივანიშვილისთვის!” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ექსპრესზიდენტმა განაცხადა, რომ ის იყო მომეტებული საფრთხის წყარო როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე იმ ჩინოვნიკების, რომლებმაც ხელფასები გაიზარდეს:

,,მინდა გავაკეთო აღიარება – მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო, ვარ!

ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? – მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქი ივანიშვილისთვის! იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.

მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზირდა, ჩინოვნიკებისთვის! მაგალითად, 7 000 ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი.

იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ,,ვარდების რევოლუციაში“ მიიღო მონაწილეობა. რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად.

7 000 ლარი დაინიშნეს ხელფასი. ქუთაისის მერმაც დაახლოებით იგივე დაინიშნა.

ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...