კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია"...

“პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია” – ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები პირადად მოისმინა.

ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია:

პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადებების პრევენციის და მართვის კუთხით. თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ რა ნაწილში შეიძლება იყოს უფრო გააქტიურებული სამინისტროს ჩართულობა. ჩემი მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...