პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს” – მიხეილ სააკაშვილი

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეფასებები გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის, ასევე, მის საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე,” – აღნიშნა მიზეილ სააკაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული