კვირა, ივლისი 13, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სამწლიანი ეპოპეის შემდეგ "ქართულმა ოცნებამაც" კი ვერ გაბედა...

“სამწლიანი ეპოპეის შემდეგ “ქართულმა ოცნებამაც” კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმეშებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ე.წ. “ფულის გათეთრების” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული შეკერილი საქმე. აშკარაა რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, როგორც ოპონენტების ასევე მედია მენეჯერების წერეთლის, გვარამიას და სხვების მიმართ.

სამწლიანი ეპოპეის შემდეგ „ქართულმა ოცნებამაც“ კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში, რადგან ეს ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. ასევე აბსურდულია ის განაჩენიც, რომლის შედეგადაც ისინი დღეს გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დარწმუნებული ვარ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს ინსტანციები გააცამტვერებს ბრალდებას, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოუტანა მათ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დევნის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასასრულებლად არის თავდაუზოგავი ბრძოლა კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით, რასაც დღეს აკეთებს და კიდევ უფრო აქტიურად გააკეთებს “სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა პოლიტიკურ ძალებთან და დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

მხოლოდ ამ თავდაუზოგავ და პრინციპულ პოლიტიკურ ბრძოლას შეუძლია მოგვიტანოს გამარჯვება და წარმატება. რაც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოხდება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...