spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"3 ჯოჯოხეთური წელი გამატარა ხელისუფლებამ, 3 წელი ჩემი...

“3 ჯოჯოხეთური წელი გამატარა ხელისუფლებამ, 3 წელი ჩემი ოჯახი იყო ნერვოზის, განცდების და ნერვიულობის ქვეშ” – ვატო წერეთელი

ტელეკომპანია “TV პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი კომენტარს აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე.წ. “ფულის გათეთრების საქმეზე”. მისი განცხადებით, პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული და მწვავედ აფასებებს მიმდინარე პროცესს – ,,3 ჯოჯოხეთური წელი გამატარა ხელისუფლებამ. გაბედა კი არა იმაზე მეტი გაბედა, რისი გაბედვაც კი შეეძლო“:

,,პროკურატურას თავზე ჩამოემხო ,,გათეთრების საქმე“! პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული! 3 წელი რატომ გვატარეს?! – პრაქტიკულად 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოზე?!

– პროკურატურას ჩამოემხო ,,გათეთრების საქმე“.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ეს, რაც არის შეიძლება ციხეში არ მიდის, მაგრამ აუცილებლად გავასაჩივრებ. რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც არც გამოძიებაა ჩატარებული და არაფერი არ არის ჩატარებული! აუცილებლად გავასაჩივრებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ!

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციხეში არ ჩასვეს, ამას მთელი სამყარო არ ცნობდა, პროკურატურის გარდა, რომ არანაირი გათეთრება არ იყო. პროკურატურას ჩამოემხო თავიდან ბოლომდე გათეთრების საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის!

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ციხეში რომ არ წავიდა ადამიანი 7 წელი მიუსაჯეს აგერ თაღლითობაზე, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის.

ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გაბედა. 3 წელი ჩემი ოჯახი იყო ნერვოზის, განცდების და ნერვიულობის ქვეშ, ღამეებს ვათენებდი მე პირადად. დილიდან საღამომდე სასამართლოში ვცხოვრობდით. ხან გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა მამა და ხან სად მკურნალობდა. 3 ჯოჯოხეთური წელი გამატარა ხელისუფლებამ. გაბედა კი არა იმაზე მეტი გაბედა, რისი გაბედვაც კი შეეძლო.

რაც შეეხება მოლოდინს – ამ ქვეყანაში და ამ მართლმსაჯულების როგორ შეიძლება რამე მოლოდინი ჰქონდეს. დაველოდოთ და მივყვეთ მოვლენებს“, – განაცხადა ვატო წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობის მუხლში (ხოლო ფული გათეთრების ბრალდება არ დაუდასტურდა) და მათ მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გამო სასჯელისგან განთავისუფლდნენ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...