პარასკევი, აპრილი 26, 2024

“უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ თებერვლის პირველ დეკადაში სავარაუდოა ინფიცირების მაჩვენებლის მაღალი ზრდა:

,,უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამასთან ერთად, რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, ლუგარის ცენტრში ,,ომიკრონის“ 951 შემთხვევაა ლაბორატიულად დადასტურებული. აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი და ვიცით მათ შესახებ მონაცემები. მათი საშუალო ასაკი არის – 32.9 წელი ანუ ძირითადად ახალგაზრდები არიან. ინფიცირებულთაგან 71 არის 18 წლამდე ასაკის, მათგან 13 არის 5 წლამდე ასაკის.

ძირითადად ,,ომიკრონის“ შემთხვევები ,,დელტასთან“ შედარებით მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ, სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30% ანუ ლაბორატორიულად. ანუ დღიურად შეიძლება გვქონდეს 10-12 ათასი, 15 ათასამდე შემთხვევის დატვირთვა და ამისთვის ჯანდაცვის სექტორი მთლიანად, როგორც ამბოლატორიული და მე დაწმუნებული ვარ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამბოლატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშნელოვანია“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული