პარასკევი, მაისი 16, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს...

კახა კალაძე: მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს 24-საათიანი შრომით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, უფრო მეტი განახლებული ქუჩითა და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით – ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.

რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, 24-საათიანი შრომით, პროფესიონალთა ძალისხმევით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, განახლებული ქუჩებით და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით; იქნება მეტი ხელშეწყობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით; ყველა დაპირებას, რაც ჩემგან და ჩემი გუნდისგან მიიღეს თბილისელებმა წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შევასრულებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თანამშრომლის როლი და მონდომება, რომ არსებულ პრობლემებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს მიმართა, რომ იყვნენ თბილისში მიმდინარე ყველა პროცესის მოზიარე და გულშემატკივარი, რადგან ეს ყველაფერი კეთდება სწორედ ხალხისთვის და მომავალი თაობისთვის.

მინდა, მივმართოთ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად, ყველა მიმდინარე პროცესის თანამოზიარედ.

ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული.

ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...