კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ახალი გეგმა გულისხმობს 200+ კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას" -...

“ახალი გეგმა გულისხმობს 200+ კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას” – დავით ქაცარავა

საქართველოს ტერიტორიის 200 კვადრატული კილომეტრის მოსალოდნელი ოკუპაციის გეგმის თაობაზე მწვავე განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:

ცოტა ხნის წინ გავასაჯაროვეთ საოკუპაციო რეჟიმის ახალი გეგმა, რომელიც მოიცავს ჩვენი ტერიტორიების ახალ ოკუპაციას, იმ მიწა-წყლის, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

აღნიშნული გეგმა განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობით და იმ “არგაღიზიანების პოლიტიკით”, რომელსაც ქოცბანდა ბოლო 9 წლის განმავლობაში აწარმოებს რუსებთან მიმართებით.

ახალი გეგმა გულისხმობს 200+ კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას და მოიცავს ყველა იმ რეგიონს, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ამჯერად გთავაზობთ ზემოთხსენებული გეგმის შესახებ სხდომიდან ახალ ამონარიდს, რომელშიც ოკუპანტები საუბრობენ რაჭის ძალიან დიდი ნაწილის ოკუპაციაზე.

ჯამურად, საოკუპაციო რეჟიმი რაჭის დაახლოებით 83+ კვადრატული კილომეტრის ოკუპაციაზე საუბრობს.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ხელისფლებისგან დადოს სამოქმედო გეგმა, თუ რას და როგორ აპირებს ახალი ოკუპაციის შესაჩერებლად, რომლის განხორციელების ალბათობა უკიდურესად მაღალია“, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...