პარასკევი, აპრილი 26, 2024

“არ დაუჯეროთ არავის, ვინც პოსტსაბჭოთა სამყაროში 10 წელზე მეტხანს რჩება ხელისუფლებაში” – ირაკლი ოქრუაშვილი

ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მრავალი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პირველ პირთან, ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი როცა ყაზახეთის მაშინდელი პირველი პირი თურქმენეთის პირველ პირს დასცინოდა:

2006 წელს დუბროვნიკში შევხვდი ნაზარბაევს ბოლოს. ხორვატიის პრეზიდენტი, დენ ფრიდი, ტორია ნიულენდი და მიშა თავისთავად, ვინც ვიყავით. საფარმურატ ნიაზოვს დასცინოდა დიდხანს – ვუთხარი კიდეცო, რომ მოკვდები შენ ძეგლებს ეგრევე დაანგრევენ, თუ არ მიხვდები როდის უნდა წახვიდეო, ჩვენ გვიყვებოდა.

ცოცხალია და მის ძეგლებს ანგრევენ. არ დაუჯეროთ არავის, ვინც პოსტსაბჭოთა სამყაროში 10 წელზე მეტხანს რჩება ხელისუფლებაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული